ივნისში მშენებლობა მცირედით გაიაფდა – რამ იქონია გავლენა?

ივნისში მშენებლობა მცირედით გაიაფდა – რამ იქონია გავლენა?

საქსტატმა მშენებლობის ღირებულების ინდექსის ივნისის თვის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.11 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ამასთან, სამშენებლო მასალების ფასები 0.5%-ით გაიზარდა, რამაც თვის ინდექსზე ზეგავლენა 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით
დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.6%-იანი ზრდით, რამაც 
ჯამური ინდექსის ცვლილებაში 4.41 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…